03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
"ახალშობოლი გმირი"-ბრიტანეთში ყველაზე მცირეწლოვანმა დონორმა საათზე ნაკლები იცხოვრა

ახალშობილი, რომელმაც 1 საათზე ნაკლები იცოცხლა ამ წლის განმავლობაში ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა დონორი გახდა.

ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

უეილსის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში ახალშობილი ტედის გარდაცვალებიდან 3 წუთში ოპერაცია ჩატარდა და მისი თირკმელი ერთ-ერთ ახალგაზრდას გადაუნერგეს.

The Daily Mirror-თან ინტერვიუში ახალშობილის მამამ განახცადა:

“მან იცხოვრა და გარდაიცვალა როგორც გმირი. შეუძლებელია იმის აღწერა როგორ ამაყები ვართ მისით.“

ახალშობილის დედამ შვილის ავადმყოფობის შესახებ მაშინ შეიტყო, როდესაც ის ტყუპებზე 12 კვირის ფეხმძიმე იყო.

ნაყოფს ენცეფალია, იშვიათი სახის ანომალია ჰქონდა, რომელიც ქალისა და ტვინის განვითარებას აფერებდა.

მსგავს შემთხვევაში ნაყოფი როგორც წესი საშვილოსნოში იღუპება, გაჩენის შემთხვევაში კი ცოცხლობს რამდენიმე წუთი ან საათი.

როდესაც ექიმებმა ტედის ორსულ დედას  ორსულობის შეწყვეტა შესთავაზეს მან განაცხადა:

„10 წუთი ან თუნდაც ერთი საათი რომ შევძლოთ ახალშობილთან ყოფნა, ეს იქნება ყველაზე ძვირფასი რამ, რაც ცხოვრებაში განგვიცდია.“

ორსულობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მათ ასევე გადაწყვიტეს, რომ ბავშვის ორგანოებს დონორობისთვის გასცემდნენ. 

დღის ამბები