03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
გამომცემლების პროტესტი-თბილისში წიგნის ათამდე მაღაზია დაიხურა

გამომცემლებმა პარლამენტის თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილი დაწერეს, რომელშიც მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს აღწერენ.

წერილი ავტორებმა ღია ცის ქვეშ წაიკითხეს, რადგან ამის საშუალება მათ მედიათეკაში წიგნის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე არ მისცეს. მერიის თანამშრომლება გამომცემლებს ტერიტორია დაატოვებინეს.

"პარნასი" მეორე მაღაზიაა თბილისში, რომელიც ბოლო ერთ თვეში დაიხურა. სულ კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქში წიგნის 8 მაღაზია დაიხურა.

ასევე უკვე გაბანკროტდა ან გაკოტრების პროცესშია რამდნეიმე გამომცემლობა. „დიოგენე“ ფინანსური პრობლემების გამო მაღაზიისა და ოფისის ფართს ყიდის.

საგამომცელო საქმეს ბოლოს ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა ვითარებამ და ლარის გაუფასურებამ დაარტყა, პირველი და მთავარი დარტყმა კი მათ ორი წლის წინ მიიღეს.

უფასო სახელმძღვანეილების პროგრამამ გამომცემლები სასკოლო წიგნების წარმოებას მთლიანად ჩამოაშორა. ეს საქმე სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და სახელმძღვანელოები რამდენიმე სტამბას ტენდერის გარეშე შეუკვეთა. კერძო კომპანიებს მარაგში დარჩენილი პროდუქტის გაყიდვის უფელბაც კი ჩამოერთვა.

საავტორო უფლება სახელმძღვანელოებზე სახელმწიფოს და გამომცელებს თანაბრად ეკუთვნით. ერთი მხარე პროდუქტს მეორე თანამესაკუთრეს უგულებელყოფით ქმნის. ეს ამ ეტაპზე სასამართლო დავის საგანია.

ავტორი:მაია ლომიძე

დღის ამბები