03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
კანონი, რომელიც 6 წლამდე ასაკის ბავშვების სკოლაში მიღებას კრძალავს ისევ დაპირისპირების საგანია

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას რომლიც, იანვრამდე დაბადებული 6 წლამდე ბავშვების სკოლაში მიღებას ეხება, თამარ სანიკიძე პროვოკაციად აფასებს.

მინისტრმა დღეს 2014 წლის 4 აპრილის კენჭისყრის ოქმიც გაასაჯაროვა, სადაც ოპოზიციის თითქმის სრულმა შემადგენლობამ 6 წლის ასაკიდან მოსწავლეების სკოლაში მიღებას მხარი დაუჭირა.

მხარდაჭერას ადასტურებს ნაციონალური მოძარობა, თუმცა ოპოზიციას საკუთარი მოსაზრებები აქვს იმ მოზარდების მიმართ, რომლებსაც სასკოლო 6 წელი სწავლის დაწყბიდან რამდენიმე თვეში ან კვირაში უსრულდებათ.

ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას მხარს დაუჭერენ თავისუფალი დემოკრატებიც.
დეპუტატები განმარტავენ რომ 14 ათასზე მეტი ბავშვი წელს სკოლის გარეთ არ უნდა დარჩეს.

მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური მოძარობის ინიციატივას მმართველი გუნდის დეპუტატთა ნაწილმა პირველ მოსამენაზე მხარი დაუჭირა, დღეს მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ, ძირითადად კი იმ თანხების გამო, რაც დამატებით უნდა დაიხარჯოს.

6 წლამდე ასაკის ბავშვების საკითხი ჯერ ისევ გაურკვეველია, თუმცა განათლების სამინისტრომ პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს მაინც დაიწყო.

პროცესი მოქმედი კანონმდებლობით ჩატარდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ახალი კანონის დამტკიცების შემთხვეაში, 5 წლის ბავშვების რეგისტრაცია გართულდეს.

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თათია ხორბალაძე.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები