03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
მარიო ვალგას ლიოსას კიდევ ერთი გამორჩეული ნამუშევარი ქართულად

პერუელი მწერლის გამორჩეული ნამუშევარი „ცუდი გოგოს ოინები“  სხვა თხზულებებისგან განსხვავებით, ალვტორმა პოლიტიკური და სოციალური პრობლემების ნაცვლად წყვილის სასიყვარულო ისტორიაზე ააგო.

მარიო ვარგას ლიოსამ სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობის შედეგად დაგროვებული გამოცდილება და ცოდნა ამჯერად ქალ პერსონაჟში გადაიტანა, საკუთრი სათქმელი კი 20 საუკუნის მსოფლიოს ეკონომიკური, კულტურული და სოციალური განვითარების ეტაპების შესახებ, ცელქი გოგონას სიყავრულის 40 წლიან ურთიერთობაზე გადაანაწილა.

ნობელის პრემიის ლაურეატის 2006 წელს დაწერილი რომანი, რომელსაც კრიტიკოსებმა 21 საუკუნის "მადამ ბოვარი" უწოდეს, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიცა.

ლიოსას მრავალმხრივი ინტერესებით დატვირთული შემოქმედებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რომანი ქართველი მკითხველისთვის გამომცემლობა "ინტელექტის" ინიციატივით ითარგმნა.

„ცუდი გოგოს ოინები“ დღეიდან ქართველ მკითხველს წიგნის მაღაზიებში ელოდება.

ავტორები: სალომე ბენაშვილი

 

დღის ამბები