03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ახალი ბრალდებები ლევან ყიფიანის წინააღმდეგ-მინისტრი კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკეს

სპორტის მინისტრის წინააღმდეგ ბრალდებების ტალღა დღესაც გაგრძელდა-ამჯერად ლევან ყიფიანს სპორტული მედიცინის მიმართ გულგრილ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

დეპუტატების შემდეგ ყიფინის არაპროფესიონალიზმზე ე.წ. სპორტული დისპანსერის დირექტორიც ალაპარაკდა. მაკო ხოფერია დღეს პრეტენზიებით პარლამენტში მივიდა და კომიტეტის წევრებს შექმნილი მდგომარეობა გააცნო. მისი თქმით, შენობა რომელშიც გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან სპორტული მედიცინისა და რეაბილიტაციის ცენტრი არსებობდა 2012 წელს ჩამოინგრა. ნაგებობა ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა და გასხვისდა.

მინისტრთან დაპირისპირებულმა დეპუტატებმა სპორტული დისპანსერის დირექტორის პრეტენზიები ყიფიანის წინააღმდეგ შეგროვებული არგუმენტების სიას მიუმატეს.

დეპუტატების პრეტენზიები მინისტრისთვის ნაკლებად სანტერესოა. ლევან ყიფიანი აცხადებს, რომ სპორტული დისპანსერების გაუქმებასთან მას კავშირი არ აქვს და ეს ყოფილი ხელსიუფლების დროს მოხდა.

შეგახსენებთ, რომ წლების განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 10 სამედიცინო სარეაბილიტაციო ცენტრი მუშაობდა, დღეს არცერთი მათგანი აღარ ფუნქციონირებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები