03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს დღეს საქართველოში გადმოასვენებენ

უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ გიორგი ჯანელიძეს დღეს სამშობლოში გადმოასვენებენ, თუმცა მანამდე კიევში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. 

უკრაინაში ორი დღის წინ გაემგზავრა გიორგი ჯანელიძის მეუღლე, რომელიც სამგლოვიარო ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

მაიდანზე გარდაცვლილის ხსოვნას პატივს უმაღლესი რადას წევრები, თანამებრძოლები და საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები მიაგებენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლას გეგმავს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.

გიორგი ჯანელიძის ცხედარი მარიუპოლიდან კიევში უკვე გადაასვენეს.

სამოქალაქო პანშვიდის დასრულების შემდეგ ცხედარს უკვე თბილისში გადმოასვენებენ.
ქართველი ჯარისკაცი სოფელ შიროკინოსთან საბრძოლო მოქმედებებს დროს დაიღუპა. ის უკრაინაში 4 თვის წინ გაემგზავრა და ბატალიონ აზოვის რიგებში იბრძოდა.

დღის ამბები