03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
საყდრისთან დაკავშირებით "საია" პროკურატურაში ახალ დოკუმენტაციას წარადგენს

ჰქონდა თუ არა “არ-ემ-ჯი გოლდს“ საყდრისის აფეთქების უფლება. არქეოლოგიურ ობიექტზე განხორციელებულ აფეთქებასთან დაკავშირებით მთავარ პროკურატურას დღეს ახალ დოკუმენტაციას წარუდგენს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“.

ეს ინფორმაცია მათ ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოდან  გამოითხოვეს.

„საია“-ს შეფასებით დოკუმენტაცია, ბევრ ისეთ დეტალს შეიცავს, რომელიც პროკურატურის მიერ ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველს იძლევა.

დეტალებს ახალგაზრდა იურისტები დღეს გაასაჯაროვებენ.

დღის ამბები