03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
მანქანას ხე დაეცა - მერია ზარალის ანაზღაურებაზე უარს ამბობს

მერიისაგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ თამარ მეფის გამზირზე მანქანებზე ხის დაცემის შედეგად დაზარალებულები.

მათი თქმით, ისინი იმყოფებოდნენ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურში, თუმცა ზარალის ანაზღაურებაზე უარი უთხრეს იმ მოტივით, რომ ამას კანონი არ ავალდებულებდათ.

მოსახლეობის თქმით, ხის წაქცევის საშიშროების გამო, მისი მოჭრის მოთხოვნით რამდენჯერმე მიმართეს კეთილმოწყობის სამსახურს, თუმცა განცხადებას რეაგირება არ მოყოლია.

დღის ამბები