03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
აქცია კვერცხებით ბიძინა ივანიშვილის სახლთან [ფოტო]

ყოფილი პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.

აქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტებმა მოაწყვეს. მათ რეზიდენციასთან ათობით კვერცხი მიიტანეს. მათ გურჯაანში მიმდინარე პროცესები დაგმეს და განაცხადეს, რომ ეს ყველაფერი ყოფილი პრემიერმინისტრის მიერ არის დაგეგმილი. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ კვრცხი საჭმელია და არა ოპონენტებთან ბრძოლის იარაღი. 

"ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის წინააღმდეგ გამგეობის წევრებს არ მიუღიათ, ეს სწორედ აქ დაიგეგმა ეს არასწორია სწორედ ამიტომ ვმართავთ აქციას ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან," - განაცხადა გოგა ონიანმა. 

ყოფილი პრემიერმინისტრის რეზიდენციასთან მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 

დღის ამბები