03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
პანკისელი უხუცესები ქართული ოცნების წარმომადგენლებს ხვდებიან

პანკისის ხეობაში ამ წუთებში ქართული ოცნების წარმომადგენლები უხუცესი საბჭოს წევრებს ხვდებიან. შეხვედრა სოფელ დუისში კულტურის სახლში მიმდინარეობს. შეხვედრაზე განხილული იქნება პანკისის ხეობაში არსებული ვითარება. საუბარი შეეხება პანკისიდან სირიაში ახალგაზრდების წასვლის საკითხსაც. 

მმართველი კოალიციის წარმომადგენლებსა და უხუცესებს შორის შეხვედრაზე შესაძლოა ერთობლივი სამუშაო გეგმა იქნეს მიღებული, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ პირველი - შეწყდეს ქართველი ახალგაზრდების გადინება სირიაში და მეორე - როგორ მოგვარდეს სხვა პრობლემები, რაც ხეობას აწუხებს.  

დღის ამბები