03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
"სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი" პროკურატურისგან თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატის წარსული საქმიანობის გამოძიებას ითხოვს

პროკურატურაში შექმნილ ახალ დეპარტამენტს, რომელიც  სამართალწარმოების პროცესში ჩადელ დანაშაულს იძიებს "სამოქალაქო ჩართულობის ცენტრმა მიმართა."

ადამიანის უფლებების დამცველმა ლევან ჩიტაძემ დეპარტამენტისგან მოითხოვა 2006-2008 წლებში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირების, კერძოდ კი კახა ბუცხრიკიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება.

როგორც ჩიტაძე აღნიშნავს, მაშინდელმა ჩინოვნიკმა, რომელიც ამ ეტაპზე თერჯოლის მაჟორიტარი დეპუტატია, 2006-2008 წლებში სხვადასხვა სახის დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა, მათ შორის ჩიტაძე რუსთავის პირველ საპყრობილეში პატიმრების ცემას, წამებას და ბიზნესმენებზე ზეწოლას ასახელებს.

როგორც პროკურატურასთან შეკრებილი პირები აცხადებენ, საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცველმა უწყებამ უნდა მიმართოს პარლამენტს ბუცხრიკიძისთვის იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. 

დღის ამბები