03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
პოლიციამ ავტომობილების ყალბი დოკუმენტებით შემოყვანისთვის თაღლითების ჯგუფი დააკავა

პოლიციამ საერთაშორისო თაღლითების ჯგუფი აიყვანა, რომლებსაც რუსეთიდან ავტომობილები ყალბი დოკუმენტებით შემოყავდათ და შემდეგ თბილისში ალომბარდებდნენ.

თაღლითური სქემის მონაწილეებმა რუსეთის რამდენიმე ქალაქის ავტოგაქირავების სალონებიდან დროებით გამოიყვანეს მანქანები, რომლებსაც საქართველოში გადმოსვლის შემდეგ მანქანების ნომრები, ტექპასპორტი და მფლობელობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია გააყალბეს და ქართული ნომრებით ავტომობილები თბილისში დაალომბარდეს.

თაღლითებმა ავტომფლობელები, ფინანსური ორგანიზაციები და სახელმწიფოც კი მოატყუეს. სამართალდამცველებმა სქემის მონაწილე 4 პირი დააკავეს, მათ შორის არიან რუსეთის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

ავტორები: ქეთი ნადიბაიძე, დავით ხურციძე, ფატი მდორეული.

დღის ამბები