03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ბაგებში ყოფილი სტუდქალაქის საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი უკიდია

ბაგებში ყოფილი სტუდქალაქის საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი უკიდია. ინფორმაცია "კურიერს" სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით ცეცხლი ლიფტის შახტაში გაჩნდა.

შემთხვევის ადგილზე სახანძრო და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები არიან მობილიზებულები. 

შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია უკვე განხორციელდა. ადგილობრივების ნაწილს კვამლით ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებათ, თუმცა როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აცხადებენ, სერიოზული დაზიანება არცეთ მოქალაქეს არ მიუღია. 

ყოფილ სტუდქალაქში სამაშველო და სახანძრო სამსახურის თანამშრომლები ამ დრომდე იმყოფებიან ისინი ცეცხლის ლიკვიდაციას ცდილობენ. 

 

დღის ამბები