03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
სომხების გენოციდისადმი მიძღვნილი ცერემონია და წმინდანად აღიარებული მილიონზე მეტი სომეხი

სამგლოვიარო ცერემონია სომხეთში დილიდან დაიწყო. 1915 წელს ოსმალეთის იმპერიის დროს მომხდარი მასობრივი მკვლელობის დროს დაღუპულებს, სომხეთის პრეზიდენტმა პატივი მიაგო და ცერემონიაზე 60 ქვეყნიდან ჩასულ სტუმრებს, კიდევ ერთხელ მოუწოდა 100 წლის წინ მომხდარი ტრაგედიის გენოციდად აღიარება.

ცერემონიაში მონაწილეობისთვის, ერევანში იმ ქვეყნების ლიდერებიც ჩავიდნენ, რომლებსაც მილიონნახევარი სომეხის მკვლელობა გენოციდად აქვთ აღიარებული. რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა მსოფლიო ქვეყნებს ისტორიული ფაქტის აღიარებისკენ მოუწოდეს.
ასი წლის წინ დაღუპული ადამიანები სომხეთის ყველა ტაძარში გაიხსენეს. სომხურმა ეკლესიამ გარდაცვლილი მილიონნახევარი სომეხი წმინდანად შერაცხა.

სამძიმარი სომეხ ხალხს ქართველებმაც გამოუცხადეს.

სომეხთა მასობრივი მკვლელობა ათობით ქვეყანას, მათ შორის ევროპარლამენტსაც გენოციდად უკვე აღიარებული აქვს. უახლოეს დღეებში მათ რიცხვს გერმანიაც შეუერთდება. გერმანიის პრეზიდენტმა ეს ტრაგედია გენოციდად ბერლინის ტაძარში მოიხსენია, სადაც დაღუპულების პანაშვიდი გადაიხადეს.

1915 წელს მომხდარი სომეხთა მასობრივი მკვლელობა გენოციდად საერთაშორისო ორგანიზაციებსაც აღიარებული აქვს, თუმცა თურქეთი ამ ფაქტს გენოციდად არ აღიარებს. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სომეხ ხალხს ოფიციალურად რამდენიმე თვის წინ მოუბოდიშა კიდეც. მიუხედავად ამისა თურქეთი სომეხთა მასობრივ მკვლელობას საომარი მოვლენების რეალიებად აფასებენ და სომხურ დიასპორას გენოციდის თემით მანიპულირებაში ადანაშაულებენ.

სომეხი ხალხისთვის თანაგრზნობის გამოსახატავად, თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით დღეს სამგლოვიარო ცერემოანი სტამბოლშიც გაიმართება.

ამავე თემაზე
დღის ამბები