03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი კიევის მთავარ მოედანზე

უკრაინის აღმოსავლეთში საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულ გიორგი ჯანელიძითვის, კიევის მთავარ მოედანზე, პატივის მისაგებად მოქალაქეები, უკრაინაში მცხოვრები ქართველები, და მისი თანამებრძოლები შეიკრიბნენ.

სამოქალაქო პანაშვიდი საქართველოსა და უკრაინის ჰიმნებით დაიწყო.

იქვე იმყოფებოდნენ ეკრაინის პერზიდენტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს თავჯდომარე და სტუმრები საქართველოდან.

გიორგი ჯანელიძე ბატალიონ "აზოვში" ირიცხებოდა და ანტიტერორისტულ ოპერაციაში თითქმის ნახევარი წლის განმავლობაში მონაწილეობდა.

ანტიტერორისტული ოპერაციის ზონიდან გიორგი ჯანელიძესთან ერთად დაჭრილი გიორგი სარალიძეც ჩავიდა, რამდენიმე დღე ის მკურნალობას მარიუპოლში გადიოდა.

გიორგი ჯანელიძის სამოქალაქო პანაშვიდისთვის კიევში მისი მეუღლე გუშინ ჩავიდა.

თამარ ჯანელიძეს დაღუპულისთვის უკრაინის სიყვარულისა და თავდადებისთვის პატრიარქ ფილარეტის მიერ მინიჭებული მედალი გადაეცა, მოგვიანებით კი მას უკრაინის პრეზიდენტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავჯდომარე შეხვდა და მიუსამძიმრა.

გიორგი ჯანელიძე სოფელ შიროკინოსთან საგანგებო დავალების შესრულებისას 18 აპრილს გარდაიცვალა. დაღუპული მებრძოლის ცხედარს თბილისში რამდენიმე საათში გადმოასვენებენ.

ავტორები: თეონა ცხომელიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები