03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
თბილისის გზების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი მილიონები ამ დრომდე აუთვისებელია

დედაქალაქის რამდენიმე უბანში გზის საფარის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, თბილისის მერიის მიერ გამოყოფილი მილიონები ამ დრომდე აუთვისებელია.

დადიანის ქუჩა ერთ-ერთია, სადაც მძღოლებს საცობში დგომა საათობით უწევთ. მიზეზი ავარიული გზებია.

მერიის ინფორმაციით, დადიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება ივნისში იგეგმება.

დადიანის ქუჩისგან განსხვავებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ორთაჭალის ხიდის მხოლოდ ერთი ნაწილზე მიმდინარეობს.

მძღოლების განცხადებით, დაზიანებულ გზებზე სიარული უკვე დიდი ხანია უხდებათ.
თბილისის გზებზე არსებული ვითარება დედაქალაქის მთავრობის წევრებსა და მათ ოპონენტებს შორის დაპირისპირების მიზეზი არაერთხელ გახდა.

საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის წარმომდგენლები დარწმუნებულები არიან, რომ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 65 მილიონამდე ლარი არამიზნობრივად იხარჯება.

ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ დედაქალაქის გზებზე დახარჯული თანხები შესაძლოა, კორუფციის ნიშნებსაც შეიცავდეს.

ოპონენტების ამ შენივნას არ იზიარებს თბილისის მერი. დავით ნარმანია აცხადებს, რომ რეაბილიტაცია ყველა დაზაიანებულ გზას ჩაუტარდება. სამუშაოების გაჭიანურების ერთ-ერთ ხელისშემშლელ მიზეზად თბილისის მერმა საგზაო კომპანიებს შორის სამართლებრივი დავა დაასახელა.

ოპოზიცია გზების გასაკეთებლად გამოყოფილი თანხების შესახებს საუბარს საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გეგმავს.

ავტორები: ეკო მაღრაძე, ალექსანდრე ჩივაძე, ქეთი ჯაფარიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები