03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ავტობუსის მძღოლი მადონას ისტორია ნიონის კინოფესტივალზე-დებიუტანტი ქართველი რეჟისორის წარმატება

ნიონის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარ საკონკურსო პროგრამაში წელს ნინო გოგუას ფილმი მოხვდა. 26 წლის დებიუტანტი რეჟისორის სურათის პრემიერა საშუალომეტრაჟიანი ფილმების სექციაში სწორედ ნიონში მოეწყო-ფილმის, რომელიც ყვითელი ავტობუსის ერთადერთი ქალი-მძღოლის შესახებაა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი მადონა 84 ნომერი ავტობუსით გადაყავს მგზავრები თბილისში.

ნინო გოგუამ და მისმა გადამღებმა ჯგუფმა მადონას ავტობუსით მთელი 1 წელი იმგზავრა.

ნიონის კინოფესტივალი თავის ფოკუსს ყოველ წელს რომელიმე ერთ ქვეყანაზე ასწორებს. დოკუმენტური კინოს ობიექტივში წელს საქართველო იყო. ფოკუსის არასაკონკურსო პროგრამაში 15 ქართული დოკუმენტური ფილმი უჩვენეს. ასევე გაიმართა კინოპროექტების კონკურსიც, რომელშიც სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა რატი ონელის მზის ქალაქმა, საუკეთესო პროექტისთვის განკუთვნილი ჯილდო კი თამარ გურჩიანმა მიიღო პროექტისათვის "სატრფიალო პასტორალი."

ავტორი: მაია ლომიძე.

 

დღის ამბები