03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
პანკისელები მთავრობას საზღვრების მკაცრად გაკონტრილებას სთხოვენ

დუისის გამგებელი დღეს პირველად საუბრობს იმ საფრთხეებზე, რომელიც მისი განცხადებით პანკისის ხეობის ახალგაზრდებს ემუქრებათ. რამაზ მარგოშვილის განცხადებით ბოლო 2 კვირაა ხეობის სოფლებში უცნობი დაჯგუფება გამოჩნდა, უცნობი პირები არასრულწლოვან ბიჭებს ფარულად ხვდებიან და მათ სირიაში წასვლას სთავაზობენ.

რამაზ მარგოშვილის განცხადებით არასრულწლოვნების გადაბირება სხვადასხვა მეთოდით ხდება. გამგებელმა დღეს მათი ვინაობა არ დაასახელა. პანკისის ხეობაში უცხო პირების ვინაობა არც დუისის მოსახლეობამ იცის, თუმცა ადასტურებენ რომ ისინი არასრულწლოვნებს ჩუმად ხვდებიან.

როგორც "კურიერთან" პანკისში მაცხოვრებელი ერთ-ერთი ახალგაზრდა ყვება, უცნობები სირიაში წასვლის სანაცვლოდ ახალგაზრდებს ფულს სთავაზობენ.

პანკისიდან ახალგაზრდა ბიჭების სირიაში წასვლა იყო მთავარი თემა უხუცესებისა და საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე დუისში. პანკისელმა უხუცესებმა დეპუტატებს დახმარება სთხოვეს. საპარლამენტო უმრავლესობამ შეხვედრის შემდეგ აღიარა, რომ ამ პრობლემას საკმარისი დრო არ დაეთმო.

პანკისის მოსახლეობა დახმარებას მთავრობას სთხოვს. პირველ რიგში კი ადგილობრივები საზღვრების მკაცრად გაკონტროლებას ითხოვენ.

ავტორები: ბექა მჭედლიშვილი, ლაშა მუმლაძე.

დღის ამბები