03 ოქტომბერი 2024,   04:19
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული სამხედრო გიორგი ჯანელიძე თბილისში ჩამოასვენეს [ფოტო]

უკრაინაში დაღუპული ქართველი სამხედროს, გიორგი ჯანელიძის, ცხედარი თბილისში ჩამოასვენეს.

ჯანელიძის ცხედარს საერთაშორისო აეროპორტში ნათესავები და მეგობრები დახვდნენ.

აეროპორტში იმყოფებოდნენ  თავისუფალი ზონის  წევრებიც. 

სამშობლოში ჩამოსვენებამდე ცხედარს სამოქალაქო პატივი კიევის ცენტრში მიაგეს. სამგლოვიარო ცერემონიას კიევში  საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, დაღუპული სამხედროს თანამებრძოლები და უკრაინის მოქალაქეები ესწრებოდნენ.

სამოქალაქო პანაშვიდზე კიევში დაღუპული ქართველი სამხედროს მეუღლეც იმყოფებოდა, რომელიც თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა. 

ქართველი სამხედრო უკრაინაში სეპარატისტებთან შეტაკებების დროს 18 აპრილს დაიღუპა. 

 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები