03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
საქართველოს საგარეო უწყება ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

ამასთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც ასევე ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ინდოეთში მდებარე საელჩოსთან დასაკავშირებლად საკონტაქტო ინფორმაციაა გამოქვეყნებული. 

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ნეპალში მომხდარი მიწისძვრის გამო, რომელმაც ამ დროისთვის არსებული მონაცემებით მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, არიან დაშავებულები," - ნათქვამია განცხადებაში. 

ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ინდოეთში, ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: +911147078602; +911149496000; +919560093233; +919560791004.

"აქვე გაცნობებთ, რომ საქართველოს საელჩო კომუნიკაციას აწარმოებს ნეპალის შესაბამის სტრუქტურებთან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად," - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

ამავე თემაზე
დღის ამბები