03 ოქტომბერი 2024,   04:20
ვრცლად
ღარიბაშვილი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნეპალელ ხალხს სამძიმარს უცხადებს.

ნეპალში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. 

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ნეპალში მომხდარი ტრაგედიის გამო. დამანგრეველ მიწისძვრას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. 

"საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, სამძიმარს ვუცხადებ ნეპალელ ხალხს, თანავუგრძნობ მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებ მათ გამძლეობას ამ დიდი განსაცდელის დროს," - ნათქვამია ღარიბაშვილის განცხადებაში. 

ამავე თემაზე
დღის ამბები