03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ივანიშვილის ინიციატივით იპოდრომზე უნივერსიტეტის შესაძლო მშენებლობა დღეს აქციით გააპროტესტეს

აქცია იპოდრომთან. არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციით, ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილი უნივერსიტეტის მშენებლობას აპირებს და ცდილობენ, ამ წამოწყებაზე უარი ათქმევინონ.

აქციის მონაწილეების თქმით, იპოდრომის ადგილზე მშენებლობის დაწყება ახლომახლო ტერიტორიაზე არსებული ერთადერთი მწვანე ზონის მოსპობას გამოიწვევს.

ისინი მოუწოდებენ ხელისუფლებას, იპოდრომის ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი მიენიჭოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სხვადასხვა სახის აქციებს გამართავენ.

დღის ამბები