26 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
"ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ" - საქართველო მასპინძლობს ფორუმს

თბილისში, ევროკავშირის სტრატეგიული კომუნიკაციების ფორუმი - "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ" მიმდინარეობს.

ღონისძიება ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება. მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ფორუმი საკმაოდ წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობენ როგორც ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები, ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტები აშშ-დან.

"დღეს საქართველო მასპინძლობს ძალიან მნიშვნელოვან ფორუმს - "ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ." ბუნებრივია, ჩვენ ამ ფორუმში ვმონაწილეობთ, ვინაიდან საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. კონფერენციაზე ჩვენი მხრიდან საუბარი იქნება იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მხრიდან, ჩვენი უცხოელი პარტნიორების დახმარებით და ერთობლივი ნაბიჯებით, ყოველდღიურად იდგმება დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. ასევე, აქცენტები გაკეთდება, თუ რა არის საჭირო მომავალში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის გასააქტიურებლად," - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

ფორუმის მიზანი სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე საზოგადოების ინფორმირება, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარება და სახალხო დიპლომატიის ხელშეწყობაა.

დღის ამბები