03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
სოფელ ლაითურის მოსახლეობა პრობლემების მოგვარებას ხელისუფლებას დღეს აქციაზე სთხოვდა

ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება ლაითურის აქციაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლას მოჰყვა. მონაწილეები, რომლებიც სოფელში არსებული პრობლემების მოგვარების მოთხოვნით შეიკრიბნენ, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან დაპირებების შესრულებას მოითხოვდნენ.

პლაკატებით და შეძახილებით აქციის მონაწილეები წყლის, გაზის და სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას ითხოვდნენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, უკვე წლებია, დაბას გზასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, რაც, როგორც ფეხით, ასევე ავტომობილით გადაადგილებას უქმნის პრობლემებს.

დღევანდელ აქციას ის პირებიც შეუერთდნენ, რომელთა ოჯახებსაც სოციალური პრობლემები აწუხებთ.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რომელზეც აქციის მონაწილეებმა ისაუბრეს, მიწის საკითხია. მათი თქმით, რამდენიმე ათეული წელია, ისინი ხელისუფლებისგან მიწის გადაცემას ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვენ.

დაბა ლაითურის მაცხოვრებლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არსებული პრობლემების მოგვარებას დაპირდნენ.

ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემების მოუგვარებლობის შემთხვევაში აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავს.

 

ავტორი: ნათია მღებრიშვილი.

 

დღის ამბები