03 ოქტომბერი 2024,   04:28
ვრცლად
მეორადი ავეჯის გამო სოციალურად დაუცველთა სიიდან მოხსნილი გაჭირვებული ოჯახის ისტორია

ზვიადაძის ორსულიანი ოჯახი უმძიმეს პირობებშია. ისინი სოციალურ დახმარებას მეორადი ავეჯის გამო ვეღარ იღებენ.

ლოგინად ჩავარდნილ პენსიონერ დედას 31 წლის ნინო უვლის. თუმცა, რთული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ნინოსთვის ფიზიკური დატვირთვა რთულად გადასატანია.

13 წლის ასაკში მიღებული ტრავმის გამო ნინოს ხერხემალი დეფორმირებულია. პენსიის მისაღებად ექიმებმა მას მდგომარეობის გამოკვლევა და სპეციალური ცნობა შესთავაზეს, თუმცა ოჯახს ამისთვის საჭირო 59 ლარიც არა აქვს.

ოჯახს შემოსავალი არა აქვს. უკიდურესი გაჭირვების გამო ერთი წლის სოციალური დახმარება წინასწარ აიღეს, სწორედ ამიტომ დედის მთელი პენსია ავტომატურად კრედიტის დასაფარად ირიცხება. მაღალი ქულების გამო კი ოჯახს სოციალური დახმარებაც მოეხსნა.

შვილის ავადმყოფობის გამო ოჯახს სახლის გაყიდვა მოუწია, რის შემდეგაც თავი მიტოვებულ შენობას შეაფარეს, თუმცა მალე ისიც გაიყიდა და დააცლევინეს.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დედა-შვილის შესახებ ინფორმაციია მოძებნა არასამუშაო დღის გამო ვერ მოხერხდა.

 

ავტორი: სოფო ვარდოსანიძე.

დღის ამბები