03 ოქტომბერი 2024,   04:16
ვრცლად
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე 3 სოფელი 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი გამყოფი ხაზის სამ სოფელში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის სოფლების ზედა და ქვედა ნიქოზის, ასევე ზემო ხვითის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის ღირებულებაც 3 მილიონ ლარზე მეტია.

სამშენებლო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ილია დარჩიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერა. პროექტის განხორციელების შედეგად სამი სოფლის 880 ოჯახი, უფრო კონკრეტულად კი 3 ათასზე მეტი მოსახლე 24 საათიან წყალმომარაგებას მიიღებს.

სამშენებლო სამუშაოებზე 40 ადამიანზე მეტია დასაქმებული.

დღის ამბები