03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
პუტინის მხარდამჭერი ბაიკერები გერმანიამ ქვეყნის ტერიტორიაზე არ შეუშვა

პოლონეთის შემდეგ პუტინის მხარდამჭერ ბაიკერებს ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა გერმანიამაც აუკრძალა. ქვეყნის შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ რუსული კლუბის რამდენიმე წევრს ვიზები გააუქმეს, რადგან მათ დოკუმენტებში არასწორი მონაცემები ჰქონდათ მითითებული. ბერლინში აცხადებენ, რომ მოტო–გარბენი არ ემსახურება რუსეთ–გერმანიის ურთიერთობის გაძლიერებას და შესაძლოა ბაიკერებმა ქვეყანაში საზოგადოებრივ წესრიგს საფრთხეს შეუქმნან.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების 70 წლისთავთან დაკავშირებით რუსი ბაიკერები ბერლინის მიმართულებით გუშინ დაიძვრნენ.

დღის ამბები