03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
საცხობების მესაკუთრეები გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ

საცხობების მესაკუთრეებმა ვარკეთილში აქცია გამართეს. მეწარმეების განცხადებით გაზის საფასური თებერვლიდან მათ 22 თეთრით გაუძვირდათ. მათი ინფორმაციით, ტარიფს რაიონში კომპანია "ვარკეთილი აირი" დამოუკიდებლად განსაზღვრეს.

პურის მცხობელები ხელისუფლებას ტარიფის გადახედვას და სხვა უბნებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას თხოვენ. აქციას საკრებულოს უმცირესობის წევრებიც შეუერთდნენ. საცხობების მესაკუთრეებსა და ოპოზიციას უპასუხა თბილისის მერმა.

ნარმანიამ უარყო ინფორმაცია გაზის გაძვირების შესახებ. ოპოზიციას კი მოუწოდა გაიხსენონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და აქციას ოპოზიციის მიერ პროვოცირებული უწოდა.  

დღის ამბები