03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
ილია მეორემ საკვირაო ლიტურგია სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტთან ერთად აღავლინა

ტრადიციული საკვირაო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქთან ერთად დღეს სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა აღავლენდა. ქადაგების დროს ილია მეორემ ამერიკელ მღვდელმთავარს მიმართა. მიმართვის შემდეგ კი ილია მეორემ და ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტმა ერთმანეთს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

პატრიაქტმა დღესვე საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები დალოცა, რომლებიც წირვაზე დასასწრებად რეგიონებიდან ჩამოვიდნენ. დეპარტამენტის ხელმძღვანელს კი სახსოვრად ხატი გადაეცა. 

დღესვე სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ  6 გვარი დალოცა. 

 

 

დღის ამბები