03 ოქტომბერი 2024,   04:17
ვრცლად
მართლმადიდებელი ეკლესია ჯვართაღმართების დღესასწაულს აღნიშნავს

მართლმადიდბელი ეკლესია დღეს ჯვართაღმართების დღესასწაულს აღინიშნავს. სამღვდელმთავრო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში დილის 09:00 საათზე დაიწყო.

ლიტურგიის დასრულების შემდეგ სასულიერო პირებმა მრევლთან ერთად ტაძრიდან სამი მიმართულებით: მცხეთის ჯვრის, თხოთისა და უჯარმის ტაძრებში სამი ჯვარი გადააბრძანეს.

ჯვართაღმართების დღესასწაული 2007 წელს აღდგა. საფუძვლად მას ქართულ ისტორიულ წყაროებში დაცული გადმოცემა დაედო, რომლის მიხედვითაც, დღესასწული წმ. ნინოს მიერ მე-4 საუკუნეში ქართლის მოქცევას უკავშირდება და წმ. მეფის მირიანის დროიდან დაწესდა. 

დღის ამბები