03 ოქტომბერი 2024,   04:24
ვრცლად
ნეპალში მყოფ ქართველებთან დაკავშირება ვერ ხერხდება

საქართველოდან ნეპალში ჩასული 7 ტურისტი ჩიტვანის პარკში იმყოფება და მათთან დაკავშირება ვერ ხერხდება. ქართული ტურისტული კომპანიის ინფორმაციით, პარტნიორი კომპანია ადგილზე ტურისტების გადაადგილებას აკვირდება და ინფორმაციის მიღებისთანავე შეატყობინებს ქართულ მხარეს.

დაზარალდნენ თუ არა საქართველოდან ჩასული ტურისტები ნეპალში მომხდარი მიწისძვრის დროს, ჯერ-ჯერობით დაზუსტებით ცნობილი არ არის.

ტურისტებს ამ ეტაპზე დახმარებისთვის არ მიუმართავთ  საქართველოს საელჩოსთვის.

ამავე თემაზე
დღის ამბები