03 ოქტომბერი 2024,   04:18
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა რიკოთზე - გადაბრუნებულმა ტრაილერმა 3 მანქანა მოიყოლა

რამდნეიმე წუთის წინ რიკოთის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. "კურიერის" ინფორმაციით ტრაილერის მძღოლმა მართვის დროს მანევრი არასწორად შეასრულა და გადაბრუნდა. 

გადაბრუნებულმა ტრაილერმა რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი მოიყოლა. არსებული ინფორმაციით დაშავებულია 8 ადამიანი.

ამ დროისთვის შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები ტრაილერის ქვევიდან მოყოლილი მოქალაქეების გამოყვანას ცდილობენ. 

როგორც შს სამინისტროში განმარტავენ შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. 

ადგილზე სამაშველო და სახანძრო სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებიც იმყოფებიან. 

 

 

 

დღის ამბები