03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
82 წლის იუბილე და 60 წელი თეატრთან ერთად

ყველასათვის ცნობილი საყვარელი და ლეგენდარული მსახიობი იუბილარია. 82 წლის ჯემალ ღაღანიძე იუბილეს ქუთაისში მსახიობებთან ერთად შეხვდა. მისი სამსახიობო მოღვაწეობა 60 წლის წინ რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიწყო და გრძელდება. 

ლეგენდარულ მსახიობს საუთარ დაბადების დღეზე ყველაზე მეტად სწორედ ის ახარებს, რომ 60 წელია სცენაზე დგას და თამაშობს, სამსახიობო კარიერას ის დღემდე აგრძელებს. 

ჯემალ ღაღანიძის იუბილე ქუთაისში სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრით და მილოცვით დაიწყო. მსახიობმა ბავშვებთან ისაუბრა და მათ მისი სამსახიობო ისტორიები დეტალურად უამბო, მოუყვა საოცნებო როლების შესახებაც. 

ავტორი: თაკო მესხი 

დღის ამბები