03 ოქტომბერი 2024,   04:30
ვრცლად
ნეპალის ტრაგედია-დაღუპულია 2 ათას 300-ზე მეტი ადამიანი

ნეპალის ტრაგედია, დღე მეორე. ამ დროისთვის უცხოური მედიასაშუალებების ინფორმაციით დაღუპილია 2 ათას 300-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულების რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია კი ამ დრომდე არ ვრცელდება. 

ქვეყნის პრეზიდენტმა გასული ღამე ქუჩაში გაშლილ კარავში გაატარა. 

გუშინდელი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ ძლიერი მიწისქვეშა ბიძგები რამდენჯერმე დღესაც განმეორდა. მოჰყვა თუ არა მსხვერპლი განმეორებით ბიძგებს ამ დროისთვის უცნობია. 

მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ დანგრეულია და მიწასთანა არის გასწორებული საცხოვრებელი სახლების დიდი ნაწილი, კულტურული ძეგლები და შენობები, დაბზარულია გზები და ჩანგრეულია ხიდები. 

ნეპალში საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებიან, თუმცა არსებული ინფორმაციით ისინი არ დაშავებულან, მათ ინფორმაცია ამის შესახებ გუშინ გაავრცელეს და თქვეს, რომ 2 დღეში კონტაქტზე კვლავ გამოვიდოდნენ. 

ნეპალში ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილი ევერესტია, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია კი მწირია. არსებული ინფორმაციით ევერესტზე ამ დროისთვი 800 ათასი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ბოლო ინფორმაციით დაღუპულთა რაოდენობა 17-ს არ აღემატება. 

ევერესტზე არა, მაგრამ ახლოს მდებარე მყინვარზე იმყოფება ერთი ქართველი ალპინისტი, რომლის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები