03 ოქტომბერი 2024,   04:32
ვრცლად
ქარელში 4 ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელი-რუისის ავტომაგისტრალზე. ერთმანეთს 4 ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად არიან დაშავებულები. 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი ერთ-ერთი ავტომობილის გაუმართავობა გახდა, რომელსაც გადაადგილების დროს საბურავი მოსძვრა და რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, რის შემდეგაც გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა. 

აღნიშნულ ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა მათგან 2-ის მდგომარეობა კი მძიმეა. დაშავებულები ამ წუთებში გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაჰყავთ. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან გამომძიებლებიც. სწორედ ისინი დაადგენენ თუ რამ გამოიწვია, მასშტაბური ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე. 

 

 

 

 

დღის ამბები