03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"ოპოზიციური პარტიის ბრალდება არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა,"-დავით ნარმანია გეგი ნიჯარაძეზე

დავით ნარმანიას ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, გეგი ნიჟარაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებებზე კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ამ ფაქტებს დადასტურება სჭირდება.

"რომელიღაცა ოპოზიციური პარტიის ბრალდება არ ნიშნავს, რომ ეს ადამიანი დამნაშავეა. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს შეუძლია სამართალდამცველებს მიმართოს, მოითხოვოს შესაბამისი საპროცესო ქმედებები და ამის შემდეგ ვიმსჯელებთ მის დანაშაულზე,“-განაცხადა ნარმანიამ.

თბილისის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას არ მიაჩნია საჭიროდ გეგი ნიჟარაძის თანამდებობიდან განთავისუფლება.

„მე კარგად გავაანალიზე პროცესი რასთან გვქონდა საქმე და ამაზე დაყრდნობით მივიღე ეს გადაწყვეტილება. ყველამ იცის, რომ მე ახირებული არ ვარ, გავაანალიზე პროცესი რასთან გვქონდა საქმე, შევისწავლე პრობლემები, მათი ქმედებები და ამის გათვალისწინებით მივიღე გადაწყვეტილება, რომ მას არ დაეტოვებინა თანამდებობა,“-აცხადებს დავით ნარმანია.  

დღის ამბები