03 ოქტომბერი 2024,   04:22
ვრცლად
კახა ბენდუქიძის 59 წლის იუბილე მის გარეშე და მის შვილთან ერთად

”ცოდნა, შრომა, თავისუფლება” - ეს სიტყვები კახა ბენდუქიძეს ეკუთვნის. წლების წინ კახა ბენდუქიძის ნათქვამი ეს სიტყვები დღეს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების საუნივერსიტეტო  კამპუსის შესასვლელზეა გამოსახული. 

კამპუსს უკვე უწოდეს კახა ბენდუქიძის სახელი.  

სახელმწიფო მოღვაწის, ბიზნესმენის და საქველმოქმედო ორგანიზაცია ცოდნის ფონდის დამფუძნებელი რამდენიმე დღის წინ 59 წლის გახდებოდა, სწორედ ამ თარიღთან დაკავშირებით კი კახა ბენდუქიძის კვირეული გაიმართა. მედიასაშუალება "ტაბულამ" კი გამოსცა წიგნი, რომელშიც ყველა ის ბლოგია თავმოყრილი, რაც კახა ბენდუქიძემ ჟურნალ "ტაბულასთვის" დაწერა. 

კვირეულის ფარგლებში საქართველოში იმყოფებოდა კახა ბენდუქიძის ქალიშვილიც რომელმაც "რუსთავი 2"-ს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა და მისი და მამის თანაცხოვრობა გაიხსენა. 

 

ავტორი თეა ადეიშვილი

დღის ამბები