26 აპრილი 2024,   12:25
ვრცლად
ალბანეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 27-ს მიაღწია - მაშველებს ნანგრევებიდან ხალხი გამოჰყავთ

ალბანეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში მოყოლილი ადამიანების გადარჩენას ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან ჩასული მაშველები ცდილობენ. BBC-ს ინფორმაციით, გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 27-ს მიაღწია, დაშავდა 650 ადამიანი.

მაშველები ნანგრევებში მოყოლილებს ძაღლების დახმარებით უკვე 36 საათზე მეტია, ეძებენ. მიწისძვრის სიმძლავრემ 6.4 მაგნიტუდა შეადგინა.

ათასობით ადამიანი შენობებში შესვლისგან თავს იკავებს, რადგან ძლიერი ბიძგები კვლავ გრძელდება. მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დედაქალაქიდან, ტირანადან 34 კმ-ს მოშორებით მდებარეობდა.

ნანგრევებიდან 45-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს. პრემიერ-მინისტრმა ედი რამამ განაცხადა, რომ სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება, ვიდრე ნანგრევებიდან ყველა ადამიანს არ ამოიყვანენ.  

დღის ამბები