03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელი-რუისის მონაკვეთზე

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქარელი-რუისის მონაკვეთზე, სადაც ერთმანეთს ოთხი ავტომობილი შეეჯახა. არიან დაშავებულები.

ავარიის მიზეზად ერთ-ერთი ავტომობილის გაუმართაობა სახელდება. თვითმხილველების თქმით, გადაადგილების დროს მას საბურავი მოძვრა, რის შემდეგაც ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა, მათგან ერთი კი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.

მანქანაში მსხდომი 3 ადამიანიდან ორი მძიმედ დაშავდა. ისინი გორისა და ქარელის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

დღის ამბები