03 ოქტომბერი 2024,   04:25
ვრცლად
ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ - საქართველოს საგარეო უწყება

ნეპალში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ - ეს იყო მთავარი თემა, რომელზეც საგარეო საქმეთა სამინისტროში ტრადიციულ ბრიფინგზე ილაპარაკეს.

"ჯერჯერობით არ გვაქვს ინფორმაცია, რომ საქართელოს მოქალქეებს საფრთხე ემუქრებათ, მათ სჭირდებათ დახმარება, შველა, რომ გავარიდოთ სტიქიურ ზონას, ჩვენ კავშირი გვაქვს ზოგიერთ მათგანთან,"-განაცხადა საგანგებო დავალებათა ელჩმა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ.

საგარეო უწყების ინფორმაციით, ნეპალში 30-მდე ქართველი იმყოფება, თუმცა მათ დახმარებისთვის საქართველოს საელჩოსთვის არ მიუმართავთ. დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე ნეპალში, ვის შესახებაც საელჩოს ინფორმაცია ჰქონდა ჯანმრთელია და თავს უსაფრთხოდ გრძნობს. საელჩო მუშაობს ქართველების ქვეყნიდან გამოსაყვანად.

ინდოეთში საქართველოს ელჩი ნეპალში გაემგზავრება, რომელიც ადგილზე შეისწავალის სიტუაციას. 

მიწისძვრის შედეგად ამ ეტაპზე 3300-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ადგილობრივი სამაშველო სამსახურები იტყობინებიან, რომ 6500-ზე მეტი კი - შველას ითხოვს. 

 

ავტორი: ნათია გოგსაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები