18 ნოემბერი 2024,   05:29
ვრცლად
თანამდებობის არ მქონე საკრებულოს წევრებს სამეწარმეო საქმიანობა არ ეკრძალება - ლევან ჟორჟოლიანი

თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" კვლევას გამოეხმაურა, რომელმაც საკრებულოს წევრების ქონებრივი დეკლარაციები შესწავლისას დარღვევები გამოავლინა.

ლევან ჟორჟოლიანისთვის გაუგებარია, რატომ მოახვედრა ორგანიზაციამ საკრებულოს ის წევრები სიაში, რომელთაც დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ და არც სამეწარმეო საქმიანობა ეკრძალებათ.

"ჩემთვის ცოტა გაუგებარია არათანამდებობის პირი საკრებულოს წევრები რატომ მოახვედრა, გინდა უმრავლესობიდან, გინდა ოპოზიციიდან "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ამ სიაში, იმიტომ, რომ მათ, რეალურად, ეს ვალდებულებები არ ჰქონიათ. ალბათ, რაღაც ინტერესი იყო, რომ მაინც ჩაესვათ, რომ აი, საკრებულოს წევრები ბიზნესებს ეწევიან, იმიტომ, რომ მაინც რთული ასახსნელია საზოგადოებისთვის ეს იურიდიული ლაფსუსები,"- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.  

შეგახსენებთ, რომ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" თბილისის საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. კვლევის მიხედვით, ათ თანამდებობის პირს საკუთარი, ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არასრულად აქვს დეკლარირებული. კვლევაში მითითებულია საკრებულოს იმ წევრების  შესახებ ინფორმაციაც, რომელთაც დეკლარაციის შევსების ვალდებულება არ აქვთ და სამეწარმეო საქმიანობაც არ ეკრძალებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები