18 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
თბილისის საკრებულოს 10 თანამდებობის პირს დეკლარაციაში სამეწარმეო საქმიანობა არ მიუთითებია - TI-ს კვლევა

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" თბილისის საკრებულოს წევრების სამეწარმეო საქმიანობა შეისწავლა და რამდენიმე დარღვევა გამოავლინა. კვლევის მიხედვით, ათ თანამდებობის პირს საკუთარი, ან ოჯახის წევრის სამეწარმეო საქმიანობა არასრულად აქვს დეკლარირებული.

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი ერთ-ერთია იმ 10 თანამდებობის პირიდან, ვის მიერ არასწორად შევსებულ დეკლარაციაზეც "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" საუბრობს.

თინათინ ნაბლოშვილი განმარტავს, რომ ის და მისი კოლეგები არ იღებენ სარგებელს მათ სახელზე დარეგისტრირებული შპს-ებიდან, ხოლო კვლევის ავტორი არასამთავრობო ორგანიზაცია პოლიტიკური სკანდალის შექმნას ცდილობს.

"არანაირი შემოსავალი ამ შპს-ებიდან არ მიმიღია არცერთხელ და არც ამ შპს-ებს არ მიუღია არანაირი შემოსავალი. შესაბამისად, არანაირი საქმიანობა არ ჰქონია. ამის გადამოწმება არის მარტივი, მათ შორის საერთაშორისო გამჭვირვალობისთვის, უბრალოდ მათ, როგორც ჩანს, უნდათ, რომ პოლიტიკური თემა, სკანდალი აწიონ,"- განაცხადა თინათინ ნაბლოშვილმა.

დღის ამბები