03 ოქტომბერი 2024,   04:23
ვრცლად
ცოტნე დადიანის გამზირზე ასფალტის დაგების პროცესი მაისის ბოლოს დასრულდება

დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში, ცოტნე დადიანის გამზირის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება. თბილისის მერმა გზის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა.

მუშაობის პროცესში, ნაძალადევში არსებული საავტომობილო შეფერხებების გამო, მერის გადაწყვეტილებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ღამის საათებში მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები, დაწყებულია გზის საფარის დაგება. დადიანის გამზირის გარდა, ნარმანიამ ღამით აეროპორტის გზატკეცილზე, ბელიაშვილის, ჯავახიშვილის, წინამძღვრიშვილისა და ჩიქობავას ქუჩებზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებიც დაათვალიერა.

დღის ამბები