სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ იზოლატორი წუხელ გვიან ღამით დატოვა.
მაქარაშვილი 18 ნოემბრის აქციის დაშლისას დააკავეს და თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 12 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გიგა მაქარაშვილს გორის პოლიციის შენობასთან აქტივისტები და მხარდამჭერები დახვდნენ.
"განწყობა მაქვს ძალიან მაგარი. ყარს სისტემა შიგნიდან და ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დროის განმავლობაში ჩემს გარშემო იყო დარწმუნებულია, რომ აუცილებლად მიაღწევს გამარჯვებას," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან.