"ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მოეწყო თბილისშიც. მმართველი გუნდის მხარდამჭერები ვერის ბაღში შეიკრიბნენ და დაანონსეს, რომ მათი საპასუხო გამოსვლები პერმანენტული გახდება.
აქციის მონაწილეების განცხადებით, მათთვის მიუღებელია ფორმა, რომლითაც ოპოზიცია საკუთარ პროტესტს გამოხატავს.
"გვაქვს ერთადერთი მოთხოვნა, აიკრძალოს და კანონით დასჯადი გახდეს ჩვენი ქვეყნის პატრიარქის შეურაცხყოფა და ასევე რელიგიური ცინიზმი, დამახინჯებული ხატებით სირბილი," - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
"ნაციონალური მოძრაობა" უნდა მორჩენილიყო, უნდა აღკვეთილიყო ეს კრიმინალური ბანდა. მაშინ გადაგვაგდო პირველად ხელისუფლებამ, როცა ეს არ შეასრულა. "ნაციონალური მოძრაობის" დროს ხალხს უბრალოდ კი არ აკავებდნენ, არამედ ციხეში მიჰყავდათ ხალხი და ხოცავდნენ," - აღნიშნა აქციის მონაწილემ.