18 ნოემბერი 2024,   08:37
ვრცლად
"ლეიბორისტული პარტია" ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას ასაჩივრებს
"ლეიბორისტული პარტია" ლაშა ჩხარტიშვილის დაკავებას ასაჩივრებს. მშრომელთა პარტიის წევრებმა საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ჩხარტიშვილს აქციაზე დაუმორჩილებლობის გამო 8 დღიანი ადმინისტრაცილი პატიმრობა შეეფარდა.

"ლეიბორისტული პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლობიოს გამოყენების გამო დააპატიმრეს და 8 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ჩვენ გამოვიყენეთ კიანონიერი უფლება, რომ გაგვესაჩივრებინა ეს გადაწყვეტილება, დიდი იმედი არ გვაქვს, რომ გადაწყვეტილება შეიცვლება. ვიცოდით რა ხვითოები იყვნენ, მაგრამ მთლად ლობიოები რომ იყვნენ ამას ვერ წარმოვიდგენდით,"-განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავაამ.

ლაშა ჩხარტიშვილის დაკავება მანამდე მისმა მხარდამჭერებმა "ქართული ოცნების" ოფისთან გააპროტესტეს. უფლებადამცველთა ასოციაციის წევრები მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისთან პლაკატებით შეიკრიბნენ და დაკავებულის გათავისუფლება მოითხოვეს. მათივე შეფასებით, ჩხარტიშვილი პოლიტიკური პატიმარია.
დღის ამბები