03 ოქტომბერი 2024,   04:31
ვრცლად
მოვაჭრეების აქცია ზესტაფონში

დღეს ზესტაფონში მოვაჭრეებმა აქცია გამართეს. მათი განმარტებით, მოვაჭრეები ადგილობრივმა ხელისუფლებამ იძულებით გადმოიყვანა ძველი ბაზრის ტერიტორიიდან და სანაცვლოდ პირობების გაუმჯობესებას შეპირდა, თუმცა მათ ეს დაპირებები არ შეუსრულდათ.

მოვაჭრეები გადასახადების შემცირებას და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისევ ძველი ბაზრის ტერიტორიაზე დაბრუნებით იმუქრებიან. 

დღის ამბები