03 ოქტომბერი 2024,   04:27
ვრცლად
ხეების მოჭრას თამარაშვილის ქუჩაზე ადგილობრივები აპროტესტებენ

ხმაურია თბილისში თამარაშვილის ქუჩის 13 ნომერში. აქ მიმდინარე მშენებლობის გამო სამშენებლო კომპანიამ ხეების მოჭრა დაიწყო, რასაც ადგილობრივების პროტესტი მოყვა.

მოსახლეობის მხარდასაჭერად ადგილზე მივიდა საბურთალოს რაიონის დეპუტატი თბილისის საკრებულოში ალეკო ელისაშვილი. ის ნებართვის გამცემი ორგანოს ხელმძღვანელის, ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსის ბიძინა გიორგობიანის და დედაქალაქის მერის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები