03 ოქტომბერი 2024,   04:21
ვრცლად
აქცია პარლამენტთან ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონის ლიბერალიზაციის მოთხოვნით

„ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა“ აქცია გამართა თბილისში პარლამენტის შენობის წინ. ორგანიზაციის წარმომადგენლები ნარკომომხმარებელთა მიმართ კანონის ლიბერალიზაციას მოითხოვენ.

მათი თქმით, ამჟამად პარლამენტში მიმდინარეობს მუშაობა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის შეცვლაზე, რაც გამიჯნავს ნარკოტიკის მოხმარებასა და რეალიზაციას. თუმცა, აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ამ ცვლილებების მიუხედავად, ნარკომომხმარებლებისთვის სასჯელი უმნიშვნელოდ მცირდება.

დღის ამბები