03 ოქტომბერი 2024,   04:29
ვრცლად
"არქი ჯგუფში" აცხადებენ, რომ ხეების მოჭრის ნებართვა აქვთ

კომპანია “არქი ჯგუფში” განაცხადეს, რომ თამარაშვილის 13 ნომერთან ხეების მოჭრა კანონის ფარგლებში მოხდა. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, ხეების მოჭრის ნებართვა შესაბამისმა ორგანომ გასცა.  

“კანონით გათვალისწინებული ყველა სახის ღონისძიება ჩატარდა კომპენსაციისთვის. ჩვენ მივმართეთ მერიას, გამოგვიყოს ტერიტორია, სადაც დავრგავთ 800-დან 1000 ძირამდე ხეს. ამას გარდა 300 ძირი ნერგი უკვე დავრგეთ იმ ტერიტორიაზე, სადაც მოიჭრა ხეები“, - განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, დღეს მოქალაქეებმა თამარაშვილის 13 ნომერთან იპოდრომზე ხეების მოჭრა გააპროტესტეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები